გამოქვეყნებულია: 2 ოქტომბერი, 2016 - 12:09
თელავის რაიონის სოფელ გულგულაში დაკრეფილი ქისიდანაა ღვინო დაყენებული. ინტენსიური ქარვისფერია, ელვარე ცეცხლისფერით. სასიამოვნო გარეგნობას სასიამოვნო სურნელებიც ერთვის თან, სადაც ნიგზვის, გამხმარი ყვავილებისა და ხმელი ფოთლების ტონებს გამოვყოფდი. გემოზე ძლიერი ტანინები და მაღალი მჟავიანობა კიდევ უფრო აზუსტებს გამხმარი ყვავილების სურნელებს. კამკამა, გემრიელი ღვინოა მკვეთრი გემოთი და საინტერესო დაბოლოებით.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი