Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მწვანე, ვინივერია, 2011

26.00 ლარი

მწვანე კახურის ჯიშისთვის ერთ-ერთ საუკეთესო მიკროზონაში, მანავში მოკრეფილი ყურძნიდანაა ღვინო დაყენებული. ფერზე ჩალისფერია, მცირედი ოქროსფერით. თავიდან აშკარად იგრძნობთ მწვანესთვის დამახასიათებელ ცოცხალ სურნელებს, სადაც წინა პლანზე გამოდის თეთრი ატამი და მცენარეული ნოტები. გემოზე საკმაოდ სასიამოვნოა, საშუალო ხანგრძლივობის მქონე დაბოლოებით. კარგი გასტრონომიული ღვინოა, საუკეთესოდ შეეხამება მოხარშულ და შემწვარ თევზს, ყველებს, შეგიძლიათ მიირთვათ ცივადაც, აპერიტივზე.

© vinoge.com



ძალიან საინტერესოა. ყოველთვის მომწონდა "ვინივერიას" დავარგებული ღვინოები. სიამოვნებით გავსინჯავდი ბოლო მოსავლის "მწვანეს"!


თუ მანავში მოკრეფილი ყურძნიდანაა ღვინო დაყენებული, ეტიკეტზე რატომ ადგილწარმოშობის დასახელებას - "მანავის მწვანეს" არ აწერენ? ამ გზით ხომ უფრო მეტ ინტრიგას გაუჩენენ მომხმარებელს და სავარაუდოდ, მოგებასაც მეტს ნახავენ.


ამჟამად საქართველოს მიკროზონების საზღვრები, მავანთა ტვინნაღრძობობის გამო გაზრდილია და შესაბამისად, შესაძლოა სოფელ მანავიდან სულაც არ იყოს ეს ყურძენი მოკრეფილი, მაგრამ მიკროზონაში მაინც ხვდებოდეს. ისევე, როგორც, მაგალითად ქინძმარაულის მიკროზონა. სულაც არაა საჭირო ქინძმარაულში გქონდეს ვენახი, ან ხვანჭკარაში და სხვა. მოკლედ ვგულაობთ... ეხლა ვაპირებ მცხეთაში ჩემს ხეივანზე მოვკრიფო ტურძენი და დავაყენო ღვინო. მერე ეტიკეტზე ატენის მიკროზონას ვგლიჯავ. რა მოხდა მერე ამით? აქვეა არ არის ყურიძირში ატენი?


იდეა მაქვს - ეგეთ ღვინოებს დავარქვათ მავანის მწვანე :))))თუმცა, ვინივერიას მე პირადად ვენდობი და რაკი უწერიათ, მანავიდანააო, ე.ი. მანავიდანაა. აგერ, ნიკი ანთაძეც არ აწერს მანავის მწვანეს ეტიკეტზე, მაგრამ განა მისი ღვინო მანავის მწვანისა არ არის?


ხოდა დაანებე თავი, ეწეროს უბრალოდ, მწვანე :) არც მე დავარქმევდი მანავს. საერთოდ, არც ერთ გაცვეთილ ადგილწარმოშობას არ გამოვიყენებდი მე რომ ღვინის ავტორი ვიყო (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც). პერსპექტიულ, მომავლის ადგილწარმოშობებს კი ბატონო :) 



მართალი ხარ... ისე მეც ვენდობი მაგათ და ეს წერილი მაგათზე არ დამიწერია, თორემ რამე რომ მქონდეს შემჩნეული არ მოვერიდებოდი. ერთხელ საფერავი მაჩუქეს და ფრიად მომეწონა მისი ჭაშნიკი. მავანის მწვანე კარგი იდეაა! უკეთესი მთლად: მიკროზონა და აპელესიონი შევაჯვაროთ და მიკროლესიონი დავარქვათ საეჭვო ღვინოებს... და თუ ბოლოში სიტყვა ტეღუაღსაც დაუმატებთ, ანუ "მიკროლესიონ ტეღუაღ" ეს იმას ნიშნავს, რომ ღვინო პირდაოპირ, როგორც იტყვიან ბდღვნის, მაგრამ საკითხავია რას (ი)ბდღვნის...


მართალი ხარ მალხაზ, დავაწეროთ საყვავისტყის ქარვისფერი, და ა.შ. :-). დავკარგე ტელეფონი თავის ნომრებიანად, ამიტომ ვერავის ვერ გირეკავთ. გთხოვთ დამირეკეთ რა და ჩავიწერ ნომრებს

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.