გამოქვეყნებულია: 22 ნოემბერი, 2017 - 15:39
ეს ამ მცირე მარნის კიდევ ერთი მოსავლის რქაწითელია, ჯუგაანში დაკრეფილი. დაყენებულია ქვევრებში, ტრადიციული წესით. საკმაოდ ინტენსიური, ძლიერი ქარვისფერია, ხასიათდება ტრადიციული, კლასიკური არომატებით – ჩაი, ქართული სუნელები, ჩირები (ვაშლი, ჭერამი). გემოზე სასიამოვნო მჟავიანობისაა და ძლიერი ტანინები გამოარჩევს, ასევე მაღალი ალკოჰოლი.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თემა:
თქვენი კომენტარი