Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ევროპაში დაბალკოჰოლური ღვინო გაიყიდება

ევროპაში ალკოჰოლიზმით დაავადებულთა რიცხვმა იმდენად იმატა, რომ ბევრ ევროპულ სახელმწიფოში დაბალალკოჰოლური ღვინო გაიყიდება. ამიერიდან სასმელი 4,5% ალკოჰოლის შემცველობით უკვე ღვინოდ ჩაითვლება. ბრიტანეთში განზრახული აქვთ, ღვინის ცნება გააფართოვონ და ეს სახელი უწოდონ ყველა დაბალალკოჰოლურ სასმელს. ევროპის სახელმწიფოთა მთავრობები სუპერმარკეტების მფლობელებსა და ღვინის მწარმოებლებს მიუთითებენ, რომ ბაზარზე, ძირითადად, დაბალალკოჰოლური ან უალკოჰოლო სასმელი გამოიტანონ. მინისტრები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ ევროპის კავშირის კანონი ალკოჰოლის გაყიდვის შესახებ შეიცვალოს და ყველა დაბალალკოჰოლიან სასმელს ღვინო ეწოდოს. ჩვეულებრივი სუფრის (არაცქრიალა) ღვინოებში ალკოჰოლის შემცველობა 8,5%-დან 4,5%-მდე უნდა შემცირდეს. თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ალკოჰოლიზმთან ბრძოლის ეს ახალი კამპანია დიდ შედეგს ვერ გამოიღებს და მხოლოდ ხალხისა და ხელისუფლების დაპირისპირების საგნად იქცევა. ინფლაციისა და აქციზზე ფასის მომატების გამო ხომ ბოლო 5 წლის განმავლობაში სასმელი ისედაც საგრძნობლად გაძვირდა, რის გამოც, პირველ რიგში, მომხმარებლებმა იზარალეს. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს კი მიაჩნია, რომ ამ წამოწყების წყალობით ევროპაში საგრძნობლად შემცირდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ავთვისებიანი სიმსივნეებითა და ღვიძლის დაავადებებით იტანჯებიან. ბაზარზე დაბალალკოჰოლური ღვინის გამოტანა გრძელვადიანი ინტერესის პროექტია. ღვინის ექსპერტის - ვიქტორია მურის - თქმით, “რაც უფრო ხშირად ვიტყვით, რომ ღვინო - ეს არის ყურძნისგან დამზადებული დაბალკოჰოლიანი სასმელი, ამით უფრო მეტად გავუსვამთ ხაზს იმას, რომ ღვინის მთავარი ღირსება არა მისი გემო და არომატი, არამედ ალკოჰოლის შემცველობაა. სწორედ ასეთი საქციელით შევუწყობთ ხელს ღვინის გადაჭარბებით სმას.” მსგავსი წინადადება, დაბალალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებისთვისაც ღვინო ეწოდებინათ, ევროპის კავშირის ქვეყნებში ადრეც განიხილებოდა, თუმცა ამ წამოწყებას მხარი არ დაუჭირეს რეგიონის უმსხვილესმა ღვინის მწარმოებელმა ქვეყნებმა – საფრანგეთმა, იტალიამ და პორტუგალიამ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული