Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცოლიკოური დიდიმის, დიმი, 2011

24.00 ლარი

ეს ძალიან ორიგინალური შეფუთვის ღვინო სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და მცირე რაოდენობის გამო მალევე გაქრა. საქმე ისაა, რომ ბაღდათის რაიონის სოფ. დიმში მცხოვრები დიდიმ მაღლაკელიძის ეს არაჩვეულებრივი ცოლიკოური იტალიელი დამკვეთებისთვის ჩამოისხა, თუმცა რამდენიმე ათეული ბოთლი საქართველოშიც დარჩა. შესანიშნავი გარეგნობის მქონე ოქროსფერი ღვინოა, უაღრესად ცოცხალი და ხალისიანი სურნელებით, სადაც მსხლისა და მწიფე ყვითელი ტყემლის ტონებს გამოვარჩევდი. იგრძნობთ მწვანე საკმაზების სურნელებსაც. რა თქმა უნდა, ეს ღვინო კარგად გაგრილებული უნდა დალიოთ და მიაყოლოთ ცივად შეზავებული ფრინველის ხორცის სალათა, ნიგვზიანი მწვანე ლობიო, ბადრიჯანის სალათა და სხვ.

© vinoge.com



ჯერ არ გამქრალა! "ღვინო ანდერგრაუნდში", სადაც ეს ღვინო გამოჩნდა (სხვაგან არც ყოფილა) ჯერ კიდევ არის და კიდევ ერთხელ ვაპირებ მის დაგემოვნებას. ეს არის საუკეთესო ღვინო, რაც წელს გავსინჯე!


"არ გამქრალა...", ჟურნალისტი ხარ, სანამ დაწერ რამეს, გადაამოწმე ხოლმე :)



მართლაც გაქრა სამწუხაროდ :( იტალიიდან მოგიწევს გამოწერა


რა იტალია? აგერ ზანგს დაუკავშირდეს, ასეთი პირდაპირი და ეფექტური არა, მაგრამ ამაზე გაცილებით ღრმა ცოლიკოური და ცოლიკოური/ციცქა აქვს სარდაფში :) 



28 ივლისს იქ არ იდო?! :)) საკუთარი თვალით ვნახე. ე.ი. მას შემდეგ გამქრალა :(((((

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული