Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Réserve du Prince (თეთრი), შატო მუხრანი, 2010

54.90 ლარი

მუხრანის ველზე მოყვანილი გორული მწვანედან დაყენებული პრემიალური ღვინოა. ფერზე მკრთალი ოქროსფერი ითქმის, სურნელები კი საკმაოდ დამაინტრიგებელია, რადგან ნაბიჯ-ნაბიჯ იხსნება და ჯერ მწვანილეულის არომატს აჩენს (მაგ. ქინძი), შემდეგ კი სიმწიფეში გადასული თეთრი ხილის, ციტრუსებისა და მიწის თხილის ჯერი დგება. საკმაოდ რთული ღვინოა, რომელსაც დახვეწილობასთან ერთად ის თავისებურებაც აქვს, რომ ყოველ ყლუპთან ერთად ახალ აღმოჩენებს გთავაზობთ. ღვინო კარგი მისაყოლებელი იქნება ციტრუსებიან სალათებთან, ასევე ხამანწკებთან და სხვ. ზღვის პროდუქტთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული