გამოქვეყნებულია: 25 იანვარი, 2023 - 23:45
სტილი: ქვევრის ტრადიციული ქარვისფერი მშრალი ღვინო, 8 თვე ჭაჭაზე დავარგებული
ადგილი: კახეთი, ახმეტა
ჯიში: ხიხვი
ალკოჰოლი: 15%
ფერი: ელვარე ქარვისფერი
სურნელი: თავიდანვე იგრძნობთ გოზინაყისა და თაფლიანი თხილის მოტკბო ტონებს, რომელიც შემდეგ უფრო მცენარეული და მკვეთრი ხდება.
გემო: მძლავრი ტანინების, მაღალალკოჰოლიანი, ახალგაზრდა ენერგიული ღვინოა, ხანგრძლივი დაბოლოებით
კერძი: საუკეთესოა ხაშლამაზე მისაყოლებლად, ჩაქაფულისთვის, ღორის მწვადთან.
მიტანის ტემპერატურა: 11–13°
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი