Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სომელიეს მნიშვნელობა - ინტერვიუ კობა აბრამიშვილთან

მოამზადა ელენე ცინცაძემ

კობა აბრამიშვილი “საქართველოს საუკეთესო სომელიე 2022-ის” გამარჯვებულია. როგორც ის ამბობს, ამ სფეროთი 2008 წლიდან დაინტერესდა. 2018 წლის შემდეგ, როდესაც ამ კონკურსში საპატიო, მესამე ადგილი აიღო, 2020-ში შედეგი გააუმჯობესა და მეორე ადგილას მოხვდა, წელს კი გამარჯვებულის ტიტული დაიმსახურა. აქ მის ინტერვიუს გთავაზობთ, სადაც გამარჯვებული სომელიეს მნიშვნელობისა და მისი როლის შესახებ საუბრობს.

- როგორ დაიწყეთ ეს საქმიანობა და რა გზა გამოიარეთ ამ ტიტულამდე?

- ჩემი როგორც პროფესიონალი სომელიეს საქმიანობის დაწყება უკავშირდება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მოხვედრას 2008 წლიდან, როდესაც ვსწავლობდი სარესტორნო საქმის სპეციალისტის კურსზე და გავიგე სომელიეს პროფესიის არსებობა, რომელიც ძალიან მომეწონა, მაგრამ იმ პერიოდში არ არსებობდა შესაბამისი კურსი სადაც შევძლებდი მის შესწავლას. სანამ სომელიეს პროფესიას დავეუფლებოდი ვცდილობდი მიმეღო ღვინის სფეროში სათანადო განათლება, ასე მოვხვდი “ღვინის კლუბში” სადაც გავიარე საკმაოდ ბევრი ტრეინინგი და მივიღე მნიშვნელოვანი ცოდნა. 2015-2016 წლებში “ხეცურიანის სომელიეს სკოლა”-ში (ყოფილი თბილისის ღვინის სკოლა) შევისწავლე სომელიეს კურსი, შემდეგ საქართველოს სომელიეთა ასოციაციის “GSA” მიერ მიღებული სტანდარტით,  ჩავაბარე “GSA”-ს და “WSET L2”-ს (wine and spirit education trust) გამოცდები, რის შედეგადაც მივიღე პროფესიონალი სომელიეს სტატუსი და ასევე გავხდი “GSA”-ს წევრი.

2018 წელს პირველად საქართველოში ჩატარდა “საქართველოს საუკეთესო სომელიე”-ს კონკურსი, რომელიც შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან, პირველი; თეორიული ცოდნის შემოწმება და მეორე; დამსწრე საზოგადოებისათვის ღია სადაც ხდება შესაბამისის დავალებების შესრულება და ცოდნის პრაქტიკაში გამოვლინება, მივიღე მონაწილეობა და მოვხვდი სამ ფინალისტს შორის საპატიო მესამე ადგილზე. მომდევნო კონკურსი 2020 წელს ისევ მივიღე მონაწილეობა, მოვხვდი ისევ ფინალურ სამეულში და უკვე მეორე ადგილზე. რაც შეეხება 2022-ს აღნიშნულ კონკურს გადავწყვიტე, რომ უფრო მეტად მომენდომებინა, მეტი დრო დამეთმო მომზადებისათვის მონაწილეობის მისაღებად და ბოლომდე გამომეცადა საკუთარი თავიც, მიუხედავად იმისა რომ პასუხისმგებლობა და დაძაბულობაც უფრო მაღალი იყო ჩემთვის, რადგან წინა ორი კონკურსის ფინალისტი ვარ, ასევე ვგრძნობდი საკმაოდ დიდ მხარდაჭერას პირველ რიგში მეგობრებისგან, შესაბამისად შრომამ და მონდომებამ გაამართლა, ახლა ვარ სამგზის ფინალისტი და 2022-ს “საქართველოს საუკეთესო სომელიე” კონკურსის გამარჯვებული

- რას ნიშნავს სომელიე და რამდენად მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია მას ღვინის სფეროში?

პროფესია სომელიეს საკმაოდ ვრცელი განმარტება აქვს და ძალიან მრავალმხრივია, გარდა ღვინის ცოდნისა მან კარგად უნდა იცოდეს გასტრონომია, სხვა უალკოჰოლო თუ ალკოჰოლური სასმელები, სიგარები, ასევე უნდა ჰქონდეს კიდევ ბევრი სხვა უნარ-ჩევევები, მაგრამ შედარებით მარტივად რომ ავხსნათ იგი არის ღვინის ელჩი, ის აკავშირებს მეღვინეობებს მათთან ვინც ღვინოს მიირთმევს და პირიქით, აქედან გამომდინარე შეგვიძლი მივხვდეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია მას ღვინის სფეროში.

- ღვინის დეგუსტაციის კულტურის თვალსაზრისით, საქართველოში როგორი სურათია? არის თუ არა რაიმე საჭირო, რომ ეს მხარე კიდევ უფრო დაიხვეწოს? 

- თუ ღვინის მირთმევის(დალევის) კულტურას ეხება ეს შეკითხვა, მაშინ საერთო სურათი არც ისე სასიამოვნოა, რადგან საქართველოში უმეტესად ჯერ ისევ არ იციან თუ როგორ მიიღონ ღვინით სიამოვნება. აუცილებელია მეტი სწორი ინფორმაციის და კარგი ღვინის მიწოდება როგორც მომხმარებლებისათვის, ასევე მეტი განათლება ღვინის მწარმოებლებისათვის.

- მას შემდეგ, რაც კარიერა დაიწყეთ, რა იყო ღვინის სფეროში ან ამ დარგში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება? 

- ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს UNESCO-ს მიერ მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საზღვრებს გარეთ.

- რა უნდა გაითვალისწინოს დეგუსტაციაზე მისულმა ღვინის მოყვარულმა? თუ არსებობს რაიმე ზოგადი რჩევები?

- ზოგადად უნდა იცოდეს ღვინის დაგემოვნება, რისთვისაც აუცილებელი არ არის პროფესიონალური ცოდნა და ეცადოს იყოს ყოველთვის ახალი ღვინის ძიებაში

- როგორ შეიცვალა ქართველი ღვინის მომხმარებელი წლების განმავლობაში, რაც თქვენ ამ დარგში მოღვაწეობთ?

- ვერ ვიტყვი რომ რაიმე მასშტაბური ცვლილებები გვაქვს ამ მხრივ, მაგრამ ძალიან კარგი პროგრესია. ხშირ შემთხვევაში არ აღიქმება სწორად თბილისში მომრავლებული ღვინის ბარები თუ მაღაზიები, არ ნიშნავს ქართველი ღვინის მომხმარებლების პირდაპირ პროპორციულ ზრდას, რადგან მარტო თბილისით არ განისაზღვრება ეს რაოდენობა.

- როგორ ფიქრობთ, რა არის შედარებით დაუფასებელი ღვინის წარმოების სტილი ან ღვინის კატეგორია, რომელსაც უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს?

- საქართველოში შედარებით დაუფასებელი არის შემაგრებული, ლიქიორული ტიპის ღვინის კატეგორია და არც თუ ისე დიდი არჩევანი.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად განვითარებადია ეს დარგი ჩვენს ქვეყანაში? თქვენს მთავარ მიზნად რა მიგაჩნიათ?

- კარგად განვითარებადია და წინ საკმაოდ ბევრი საქმეა. ჩემი პროფესიის მხრივ მთავარ მიზნად მიმაჩნია “მსოფლიოს საუკეთესო სომელიე” კონკურსში მონაწილეობის მიღება და მინიმუმ ფინალურ ეტაპზე გასვლა.

- თქვენ “საქართველოს საუკეთესო სომელიე 2022-ის” გამარჯვებული ხართ, რა მნიშვნელობის მატარებელია ეს ტიტული თქვენთვის?

- თავს განსაკუთრებულად და გამორჩეულად არ მივიჩნევ, თვითონ სიტყვა ტიტულიც ხმამაღლა ჟღერს ჩემთვის, მაგრამ ჯერჯერობით რასც ვგრძნობ მეტი ყურადღების სხვების მხრიდან და შესაბამისად მეტი პასუხისმგებლობის ჩემგან.

- რა შეუძლიათ ქართველ სომელიეებს ქართული ღვინის სექტორის განვითარებისთვის?

- სწორი კომუნიკაციის დამყარება ღვინოსა და მომხმრებელს შორის, ასევე უკუკავშირი მომხმარებელსა და ღვინის მწარმოებლებს შორის, ღვინის ცნობადობის და ღვინის მირთმევის კულტურის გაზრდა, მეტი სწორი და საინტერესო ინფორმაციის მიწოდება

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული