Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სერიოზული მოთამაშე: Dining Room

სამი თვეც არ არის, რაც დაინინგ რუმმა ფალიაშვილის ქუჩის ერთ-ერთ ბელეტაჟზე დაიდო ბინა და ვაკეში მოსადილე-მოვახშმე ფენას გაუხსნა კარი. რესტორნის მართვა რომ რთული საქმეა, ამას დიდი ამბით გახსნილი და მალევე გაკოტრებული რესტორნის ბევრი მაგალითი მოწმობს. თუმცა, დაინინგ რუმში ყველა იპოვის საკუთარ ადგილს: ცნობისმოყვარე უცხოელიც, ცეზარის მოყვარული ვაკელიც და ახალი კულინარიული გამოცდილების მაძებარი საშუალო ქართველიც, თუ ჯიბემ ამის საშუალება მისცა. შესასვლელიდან მცირე ვინო-ექსპოზიციის (მინის თაროებზე გამოფენილია ფრანგული ჩამოსხმები, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბორდოს - Château Margaux-ს ეტიკეტიც მომხვდა თვალში) გავლით შევდივართ გაშლილ, კარგად განათებულ სივრცეში და კუთხეში, მრგვალ მაგიდასთან ვსხდებით. აქ, ალბათ, არც ისე დიდი ხნის წინ, ოთხოთახიანი ბინა იყო და ოჯახი სუფევდა.  
ორგვერდიანი ღვინის ბარათის ნახევარი ქართულ ღვინოებს ეთმობა (თელიანი ველი, თელავის ღვინის მარანი, მუხრანი, ბესინი), მეორე ნახევარი უცხოური ღვინოების შთამბეჭდავ არჩევანს უჭირავს: წარმოდგენილია ფრანგული, ესპანური, არგენტინული და სამხრეთაფრიკული ღვინოები. ჯერი თელავის ღვინის მარნის მუკუზანზე (28.00) მიდგა.
დაწყება ესპანური, უმად შებოლილი ლორით - ხამონით (18.00) და შეფის სალათით (18.00) გადავწყვიტეთ. საქონლის ხორცის ტარტარი (ფარშირებული უმი ხორცი უმივე კვერცხის გულით, 20.00) ჩვენში საკმაოდ უჩვეულოა, ამიტომ შეკვეთამდე ცოტა ვიყოყმანეთ. იქვე მიმტანისგან ხარისხის დამადასტურებელი ცნობა მივიღეთ: „მოგეწონებათ, თვით დამფუძნებელმა მიირთვა დღეს”. ეჭვი უმალ გაიფანტა და შევუკვეთეთ. თან ღუმელში გამომცხვარი ორაგული (25.00) დავუმატეთ. მშვენიერი თანამშრობლობა გაუწია ჩვენებურმა მუკუზანმა (სავსე ღვინოა, მდიდარი მუხის ტონებით) უმად შებოლილ ესპანურ ლორს, რომელიც, როგორც გვითხრეს, სპეციალურად ჩამოაქვთ ესპანეთიდან. უმი ხორცის მოყვარული დამფუძნებლის სასარგებლოდ ისიც უნდა ითქვას, რომ ბოსტნეულის საქმეც სათანადო დონეზე დგას: შეფის სალათამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ორცხობილებზე გამდნარმა თხის ყველმა, ბალზამიკოს ძმრით შეზავებულმა სალათის ფოთლებმა, ოდნავ დაჟანგული გემოთი, უმალ ხმელთაშუა ზღვის საამური ნიავი მოგვგვარა. არ გააფუჭოთ.
საქონლის ტარტარიც შესანიშნავი აღმოჩნდა (ხორცის ნულოვანი ტემპერატურა აქ აუცილებელია). ძალგულოვანთ და გამბედავთ ვურჩევთ ამ კერძის დაგემოვნებას. გარნირად ღუმელში ნახევრად გამომცხვარი კარტოფილი იყო. ღუმელში გამომცხვარ ორაგულსაც, სიმართლე უნდა ითქვას, აკლდა გამოცხობა - ორაგულის გული ვარდისფერი არ უნდა იყოს. ორაგულზე მოსხმული ბეშამელის სოუსი, მომეჩვენა, რომ ოდნავ მძიმეა. უმჯობესი ხომ არ იქნება უფრო მსუბუქი სოუსი?
სერვისი ცოტა არეული იყო. კერძები კანტიკუნტად მოგვაწოდეს, მადის აღმძვრელები და ძირითადი კერძები ერთად მოიტანეს. შესაძლოა, ჩვენი შეკვეთის არაორდინარულობამ დააბნია მიმტანი.
დესერტად ლიმონის ნამცხვარი (10.00) და ნუგა გლასე (10.00) შევუკვეთეთ. ნამცხვარი ნოყიერი აღმოჩნდა, გლასე - საოცარი. იშვიათად ასეთი დესერტი. რამდენიმე კერძი მართლაც შესანიშნავია, რამდენიმე უზუსტობა კი, რომლის გამოსწორებაც ადვილია, რესტორნის ახალგაზრდა ასაკს უნდა მივაწეროთ. ეწვიეთ და თავად განსაჯეთ.
ტაბულა რესტორნებს მიმოიხილავს ანონიმურად და ასწორებს ანგარიშს.

დაინინგ რუმ
ფალიაშვილის 38, თბილისი 0179
უბანი: ვაკე, გეგეშიძის ბაღთან
ტელ: 25 09 00
სამზარეულო: ფრანგული, იტალიური
საათები: ყოველდღე 12-24
ბარათები: ვიზა, მასთერკარდი, ამერიკან ექსპრესი
ფასი: 120 ლ (სადილი ორ ადამიანზე, ღვინით და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: ფალიაშვილზე ან გეგეშიძის ბაღთან
www. არ აქვს.


© tabula



Ramdenime dgis cin pirvelad vecvie am restorans. Dzalian kmakopili var rogorc restornis meniuti, aseve momsaxurebit da sasiamovno garemoti. Kvelas vurchev ecvios am restorans.


სადმე სამწვადსანოვაგით რომ აიხუნძლები აქ გლასეს დასაყოლებლად უნდა შემოიარო.


მე გული მწყდება, რომ ბადაგონი არ აქვთ..


ერთი დაზუსტება. ხამონი ესპანური გამომშრალი ლორია და არა უმად შებოლილი.


shen gigo xar tu nunuka, 200 kilo mainc iqnebi albat zmobilo tu dobilo, tabulas xarjze restoranshi nuga glases, tartars, gamomcxvar oraguls, limonis namcxvars, shefis salats , mukuzans da kidev albat uamrav xorags rom miasuptaveb da mere tabulas purclebze boyin-boyinit gviambob mirtmeulis mokle shinaarss, tanac ertob tendenciurad... aket mobrzandit, ikit - arc ise mibrzandeto, mzime sousiao da mistanani...xo boyini ar dagavickdes kidev ertxel... aaaaaaaamashi gixdian xelpass?! hahaha ... restornis pasebs rogorc cer iseve jigrulad dagvicere erti (....) shen ras gixdian am oplismgvrel samushaoshi? ara, ar shegeshindes - ar shegecilebit asi celi, sircxvils rom tavi davanebot, marto imitomac rom g vaqvs qartvelebs erti simgera - meshinia , batono, AR GAGISKDES M U C E L I


ქართული შრიფტით წერეთ, ქართულით. და + ეს სტატია არაა გიგო მესხიშვილის. გიგო მესხიშვილს სტატიებს ავტორის გვარი აწერია. 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული