Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათმის კუჭმაჭი ბადექონში

მასალა:
ღორის ქონი ან უმჯობესია ქონიანი ნაჭერი, 1 კგ ქათმის გულ-ღვიძლი, 4 - 5 მოზრდილი თავი ხახვი, სასურველია წითელი, 1 საშუალო ქილა დაკონსერვებული ან ახალი ქამა სოკო, ერთხელ წამოდუღებული 1 ცალი ბადექონი (1 ღორის საკმარისია), მარილი, წითელი წიწაკა, კურკუმა (ყვითელი კოჭა), ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, 1 ჩაის ჭიქა უკურკო შავი ქლიავის ჩირი, 1 სუფრის კოვზი კოწახური.


მომზადება:
მოვხარშოთ გულ-ღვიძლი და კუჭები. ამოვიღოთ ბულიონიდან და წვრილად დავჭრათ.
ღორის ქონიანი ნაჭერი დავჭრათ წვრილად, გადავადნოთ და ხიწიწი ცალკე ამოვიღოთ.
გადამდნარ ქონში მარილთან ერთად მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სანამ ძალიან დაიბრაწება, დავაყაროთ დაჭრილი გულ-ღვიძლი და ვშუშოთ რამდენიმე კოვზ ბულიონთან ერთად. დავამატოთ დაჭრილი სოკო, 1 ჩაის კოვზი კურკუმა,ხიწიწი,
წიწაკა, ყვითელი ყვავილი და უცხო სუნელი - გემოვნებით. დავამატოთ კოწახური და შავი ქლიავის ჩირი, ერთხელ მოვატაროთ ცეცხლზე და დავდგათ შესაგრილებლად.
ბადექონი დავჭრათ დაახლოებით 15X15 ან 15X20 სმ. ნაჭრებად. გავხვიოთ შიგთავსი და ვაცალოთ გაციება. შემდეგ შევწვათ.


© auau

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული