Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათმის გულების ბლინები

საჭირო მასალა: ბლინებისათვის – 100 გ ფქვილი, 1 კვერცხი, 1 ს.კ. შაქარი, 200 მლ რძე, 75 მლ წყალი, 1 ს.კ. ზეთი, მარილი - გემოვნებით.

გულსართისათვის – 700 გ ქათმის გულები, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 7 ცალი პილპილის მარცვალი, 1 ჩ. კ. მარილი, 2 მოზრდილი თავი ხახვი, ზეთი - შესაწვავად.

მომზადება: ჯერ მოვამზადოთ ბლინები: ფქვილი და მარილი გავცრათ, შევათქვიფოთ კვერცხი. რძეს შევურიოთ წყალი, შაქარი, დავუმატოთ ფქვილისა და კვერცხის მასას, კარგად გავთქვიფოთ და თქვეფაში დავუმატოთ ზეთი. მივიღებთ არაჟნის კონსისტენციის მასას. ბლინები გამოვაცხოთ გახურებულ ტაფაზე.

გულსართისათვის ქათმის გულები მოვხარშოთ 2 ლ წყალში პილპილთან, დაფნის ფოთოლსა და მარილთან ერთად, შემდეგ დავაქუცმაცოთ ბლენდერში. ტაფაზე მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი გულების ფარშთან ერთად. ეს ყველაფერი ჩავაბრუნოთ ბლენდერში, დავუმატოთ ცოტა ბულიონი და გავთქვიფოთ. გულსართი გავანაწილოთ ბლინებზე, გადავახვიოთ და ზეთში შევწვათ. სუფრასთან ბლინებთან ერთად ფიალებით მივიტანოთ ქათმის გულების ბულიონი. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.