Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათმის ფრთები მოცხარო-მოტკბო სოუსში

საჭირო მასალა: 60 მლ ღვინის ძმარი, 20 მლ ქუნჯუთის ან ზეითუნის ზეთი, 15 გ სიმინდის ფქვილი, 30 გ შაქარი, 60 მლ წყალი, 60 მლ სოიის სოუსი, 1 ჩ.კ. დაფქული წიწაკა, 1 კგ ქათმის ფრთები.

მომზადება: ჭურჭელში მოვათავსოთ შაქარი, ზეთი, წყალი, ღვინის ძმარი, სოიის სოუსი და სიმინდის ფქვილი. კარგად ავურიოთ და დავუმატოთ წიწაკა. სოუსი ცხარე უნდა იყოს, ამიტომ შეიძლება წიწაკის დამატება კიდევ დაჭირდეს. სოუსი ჩავასხათ პატარა ქვაბში და დაბალ ცეცხლზე 3-5 წუთის განმავლობაში ვადუღოთ. სოუსს განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ არ მიიწვას. ქათმის ფრთები კარგად გავრეცხოთ და შევამშრალოთ, ამოვავლოთ სოუსში, დავაწყოთ თუნუქის ფურცელზე და 30-35 წუთით 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ. როცა ფრთები კარგად დაიბრაწება, კერძი მზადაა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული