Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი ზაფრანით და ბრინჯით ირანულად

პროდუქტები: 1 ქათამი (1,2 კგ); 2 ხახვი; 2 კბილი ნიორი 1 ჭიქა ქათმის ბულიონი ან თეთრი მშრალი ღვინო; 2 ჭიქა ბრინჯი; 150 გ. ცხვრის დუმა; 1 ს/კ ზეითუნის ზეთი მწიკვი ზაფრანა; 1 კონა ქინძი და ოხრახუში; 0,5 ჩ/კ ხმელი ქინძი; 2 ლიმონი; მოსართავად - რამოდენიმე ცალი უკურკო ზეთისხილი; მარილი, ძირა და შავი პილპილი გემოვნებით; 1-2 დაფნის ფოთოლი.

მომზადება: ღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუსამდე და მოვამზადოთ პროდუქტები: ხახვი, ნიორი და მწვანილი წვრილად დავჭრათ, დავფქვათ ხმელი ქინძი, რგოლებად დავჭრათ ლიმონი და ამოვაცალოთ თესლები. ზაფრანას დავასხათ 1 ჭიქა ცხელი ქათმის ნახარში. 3-4 ლიტრიანი ქოთნის ძირზე ჩავაწყოთ ჯერ ლიმონის ნაჭრები, შემდეგ ნიორი და მწვანილი. ზეთი, მარილი, პილპილი და დაფქული ქინძი ერთმანეთში ავურიოთ, ქათამს წავუსვათ შიგნიდან და გარედან, ჩავდოთ ქოთანში, დავასხათ ზაფრანიანი ბულიონი და შევდგათ ღუმელში დაახლოებით 90 წუთით (ქათმის ხორცი უნდა იყოს რბილი). ქათმის მომზადებამდე ცოტა ხნით ადრე, დავიწყოთ ბრინჯის მომზადება: ცხვირს დუმა დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ჩავყაროთ საშუალო ზომის ქოთანში, მაღალ ცეცხლზე დავდგათ და გავადნოთ, ხიწიწი ამოვიღოთ ქოთნიდან და ამ ცხიმში ჩავყაროთ ბრინჯი, 2 წუთის განმავლობაში ვურიოთ დაბალ ცეცხლზე, შემდეგ დავასხათ 4 ჭიქა წყალი, გავუწყოთ მარილი, შავი პილპილი, დაფნის ფოთოლი და ძირა გემოვნებით, დავაფაროთ საფარებელი და 15 -20 წუთის განმავლობაში ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. ქოთანი თავდახურილი დავტოვოთ 10 წუთით. სუფრასთან მივიტანოთ ქათამთან და უკურკო ზეთისხილთან ერთად, ზემოდან კი მოვასხათ მისივე წვენი.

© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული