Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ისპანახისა და კვერცხის სალათა

საჭირო მასალა: 2 კვერცხი, 4 წვრილად დაჭრილი ბეკონი, 2 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, 150 გ დაჭრილი სოკო, 3 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი, 1 ჩ.კ. შაქარი, 1 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი, 1 კბილი ნიორი, 150 გ ისპანახი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით, 2 ს.კ.  რბილი ლურჯი ყველი, მარილი - გემოვნებით.

მომზადება: კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, გავფცქვნათ და წრეებად დავჭრათ. ბეკონი წვრილად დავჭრათ, მოვათავსოთ ტაფაზე და როცა ცხიმს გაუშვებს, დავუმატოთ ხახვი და წვრილად დაჭრილი ნიორი. 2-3 წუთში დავაყაროთ სოკო და შუშვა განვაგრძოთ. 2-3 წუთის შემდეგ დავასხათ ძმარი და მდოგვი. მოვაყაროთ მარილი, შაქარი და მოვურიოთ. ერთმანეთში კარგად რომ გაიხსნება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. ისპანახის ფოთლები გავრეცხოთ, შევაშროთ და ხელით დავფლითოთ. თუ პატარა ფოთლებია, პირდაპირ გადავიტანოთ სასალათეში. ზედ მოვათავსოთ მოშუშული პროდუქტები და მოხარშული კვერცხის ნაჭრებით მოვრთოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული