Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი ნუშით ესპანურად

საჭირო მასალა:1 ცალი ქათამი, 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 1 ს.კ. ფქვილი, 200 მლ თეთრი ღვინო, 200 მლ ქათმის ბულიონი, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 0,5 ჩ.კ. ერთად არეული ჯავზი და ზაფრანა, 50გ დანაყილი ნუში, 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 0,5 ლიმონი, მარილი და წიწაკა - გემოვნებით.

მომზადება:ქათამი დავჭრათ 6-8 ნაჭრად და ზეთდასხმულ ტაფაზე ყველა მხრიდან შევბრაწოთ, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი და ერთად მოვშუშოთ. ბულიონს დავუმატოთ ღვინო და მასში გავხსნათ ფქვილი, ზაფრანა, წიწაკა, მარილი და ჯავზი, ჩავუმატოთ დაფნის ფოთოლი, დავდგათ ცეცხლზე და 30 წუთი დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ. ქათამი მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და თბილ, გამორთულ ღუმელში შევდგათ, სანამ წვენი მომზადდება. წვენს დავუმატოთ ერთად არეული დანაყილი ნუში და 1 ცალი მოხარშული  კვერცხის გული, დავდგათ ცეცხლზე და გამუდმებით ვურიოთ 4 წუთის განმავლობაში. ქათმის ხორცს მოვასხათ წვენი და დავაწუროთ ლიმონი. კერძს სუფრაზე გატანის წინ მოვაყაროთ გახეხილი მოხარშული კვერცხის გული.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული