Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მოშუშული კიტრი ხორცის ფარშით

საჭირო მასალა: 1 კგ კიტრი, 1 თავი ხახვი, 1-2 ს.კ. ერბო, 600 გ საქონლის ხორცის ფარში, მარილი, პილპილი – გემოვნებით, 2 ს.კ. ბულიონის ფხვნილი ან კუბიკი, 1 კონა კამა, 200 გ არაჟანი, 3 ს.კ. მარცვლოვანი მდოგვი, 1 ს.კ. სახამებელი, მწიკვი შაქარი.

მომზადება: კიტრები გავფცქვნათ და ბოლოები მოვაჭრათ. თითოეული კიტრი სიგრძეზე გავჭრათ, თესლი ამოვაცალოთ კოვზით და ნახევარ რგოლებად დავჭრათ. წვრილად დავჭრათ ხახვი. 1-2 ს.კ. ერბო ტაფაზე გავადნოთ, დავუმატოთ ხორცის ფარში და საშუალო ტემპერატურაზე 5 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. დავუმატოთ ხახვი, მარილი, პილპილი და 2-3 წუთი კიდევ ვშუშოთ, შემდეგ ამოვიღოთ ტაფიდან. ამავე ტაფაში მოვათავსოთ კიტრი და 2-3 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. დავასხათ 400 მლ წყალი, ბულიონის ფხვნილი და 8-10 წუთის განმავლობაში ვშუშოთ, სანამ კიტრი არ დარბილდება. კიტრს დავუმატოთ არაჟანი, მდოგვი და დაჭრილი კამა. შესასქელებლად დავუმატოთ 1 ს.კ. სახამებელი და წამოვადუღოთ. მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და შაქარი. კიტრს დავუმატოთ მოშუშული ხორცის ფარში, ამოვურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.