Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცხვრის ხორცი ლიმონითა და რეჰანით

საჭირო მასალა: 2 ცალი საშუალო ზომის სტაფილო, 3 თავი ხახვი, 4 კბილი ნიორი, 5-6 ტოტი ბეგქონდარა, 2 ცალი ლიმონი, 1,5 კგ ცხვრის ხორცი, 2-3 ს.კ. ზეთი, 400 მლ ცხვრის ხორცის ბულიონი, 1 კგ სტაფილო, 1 კონა რეჰანი, 2 ს.კ. კარაქი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: ხორცი შევამშრალოთ, წავუსვათ სანელებლები, გაცხელებულ ზეთში მაღალ ტემპერატურაზე ყველა მხრიდან შევბრაწოთ და ამოვიღოთ ტაფიდან. ამავე ცხიმში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი, ნიორი, ნახევარი ლიმონის ცედრა და ბეგქონდარა. დავასხათ ბულიონი და ლიმონის წვენი. დავუმატოთ შემწვარი ხორცის ნაჭერი, წამოვადუღოთ და ამავე ფორმით შევდგათ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 2-2,5 საათით, სანამ არ დარბილდება. შეწვისას ვასხათ წვენი. ლიმონი თხლად დავჭრათ და მომზადებამდე 15 წუთით ადრე დავუმატოთ. სტაფილო გავრეცხოთ და მოვხარშოთ. რეჰანი გავრეცხოთ. შემწვარი ხორცი ამოვიღოთ, გვერდით მოვუწყოთ ლიმონის ნაჭრები, მოხარშული სტაფილო, მოვასხათ ბულიონში არეული კარაქი, მოვაყაროთ დაჭრილი რეჰანი, მარილი და წიწაკა. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.