Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბატკნის კატლეტები მსხლით

საჭირო მასალა: 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 1 ცალი მსხალი, მწიკვი მარილი, მწიკვი პილპილი, მწიკვი ყავისფერი შაქარი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 2 ღერი თავშავა, 60 გ ყველი როკფორი, 1 მოზრდილი ნაჭერი ბატკნის ხორცი თავისი ძვლით, 100 მლ თეთრი მშრალი ღვინო, 100 მლ ნაღები, 1 პატარა ლიმონი

მომზადება: მსხალი ოთხად გავჭრათ და გული ამოვუღოთ. ხახვი რგოლებად, ხოლო ნიორი ძალიან წვრილად დავჭრათ ან დავნაყოთ. მომზადებული ინგრედიენტები მოვათავსოთ ფორმაში, მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, შაქარი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით შევდგათ. ყველს შევაზილოთ თავშავა (თუ ნედლი არა გვაქვს, ხმელი გამოვიყენოთ). ხორცის ნაჭერი ისე ჩავსეროთ, რომ ჯიბესავით გამოვიდეს, შემდეგ ამოვავსოთ ყველის გულსართით. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ხორცი მოვათავსოთ სქელძირიან, ზეთიან ტაფაზე და ორივე მხრიდან 2-3 წუთის განმავლობაში შევბრაწოთ, შემდეგ მოვათავსოთ მსხალსა და ხახვთან ერთად და ღუმელში შევდგათ დაახლოებით 25 წუთით. ხორცი შიგნიდანაც უნდა შეიწვას და ვარდისფერი სითხე არ უნდა გაუვიდეს. შემწვარი ხორცი ხახვისა და მსხლის გარეშე ამოვიღოთ, გავახვიოთ ფოლგაში და გადავდოთ. მსხალი და ხახვი ტაფით დავდგათ ცეცხლზე, დავასხათ ღვინო და წამოვადუღოთ. შემდეგ დავუმატოთ ნაღები, 3-4 წუთში დავაწუროთ ლიმონი და სუფრაზე ხორცთან ერთად მივიტანოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული