Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შემწვარი ნეკნები

საჭირო მასალა: 1,5 კგ ღორის ნეკნები, 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 20 გ ნედლი ჯანჯაფილი, 2 ს.კ. კარაქი, 5 ს.კ. ყავისფერი შაქარი, 100 მლ ვაშლის ძმარი, 150 გ კეტჩუპი, 100 მლ ვორჩესტერის სოუსი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ნეკნებს მოვაცილოთ აპკი და 5-6 ნაწილად გავჭრათ. ჩავაწყოთ მდუღარე მარილიან წყალში და დაახლოებით 1 საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ. ხახვი, ნიორი და ჯანჯაფილი გავხეხოთ სახეხზე. ტაფაში გავაცხელოთ კარაქი და დავუმატოთ გახეხილი ბოსტნეული. მოვაყაროთ შაქარი და ვშუშოთ, სანამ კარამელიზაცია არ დაიწყება. დავასხათ კეტჩუპი, ვორჩესტერის სოუსი, ძმარი და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ, სანამ არ შესქელდება. შევანელოთ მარილითა და პილპილით.
ღუმელი გავაცხელოთ 170-180 გრადუსზე. ხორცის ნაჭრები მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში და სოუსის ნახევარი დავასხათ. 20 წუთით შევდგათ ღუმელში, შემდეგ დანარჩენი სოუსი მოვასხათ და კიდევ 20 წუთით შევდგათ შესაწვავად. მზა ნეკნები უნდა იყოს პრიალა და ხრაშუნა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.