Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წვნიანი პელმენებით

საჭირო მასალა წვნიანისთვის: 2 ლ. საქონლის ძვლების ბულიონი, 1 ს.კ. პამიდვრის პასტა, 1 ცალი სტაფილო, 1 ს.კ. პაპრიკა, მარილი, წიწაკა – გემოვნებით. 1 კონა კამა და ქინძი.

პელმენებისთვის: ფარში - 500 გ. საქონლის ხორცის ფარში, 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, რამდენიმე ღერი ოხრახუში და კამა, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

ცომი - 2 ჭიქა ფქვილი, წყალი – რამდენსაც შეიზელს, 0,5 ჩ.კ. მარილი, 1 ცალი კვერცხი.

მომზადება: საქონლის ძვლების ბულიონი გადავწუროთ, ჩავყაროთ დაჭრილი სტაფილო და როცა ადუღდება, ჩავამატოთ პამიდვრის პასტა და სანელებლები. 2 ჭიქა ფქვილს დავამატოთ კვერცხი, მარილი და  იმდენი წყალი, რომ მოიზილოს მაგარი, ელასტიური ცომი. ფარშის ინგრედიენტები კიდევ ერთხელ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და შევურიოთ 2 ს.კ. მდუღარე წყალი. ცომი გავაბრტყელოთ, დავჭრათ პატარა ჭიქით, თითოეულში მოვათავსოთ ხორცი და შევახვიოთ. პელმენები მოვხარშოთ წვნიანში. მზა წვნიანი  სუფრასთან მივიტანოთ და მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.