Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უხა

რა თქმა უნდა, თევზის წვნიანზე როცაა საუბარი, უხათი უნდა დაიწყო, თუმცა უხაც რამდენიმენაირია, ერთი თევზისგან მომზადებული, ეწ. დვაინოი, ტრაინოი და ა.შ. თუკი უხა ერთშემადგენლიანია, აუცილებლად მტაცებელი თევზისგან უნდა იყოს, მაგალითად ქარიყლაპიასი (შჩუკა), ადვილად არ იშოვება ეს თევზი, თუმცა დასავლეთ საქართველოში დაჭერაც შესაძლებელია ქარიყლაპიასი (ხობისწყლის ჩაყოლებაზე პატარა გუბურებია, სადაც თოხებით დავდიოდით ხოლმე სათევზაოდ, ვამღვრევდით გუბურებს და ხელით ვიჭერდით დაბნეულ თევზებს, კარგა მოზრდილებს, უხისთვის კარგია კილოიანი, კილონახევრიანი). სხვა თევზებიც შეიძლება. იმავე ერთშემადგენლიან უხაზე რეკომენდებულია ჯერ თავ-კუდ-ძვალ-ფარფლ ა.შ. მოხარშვა, დაახლ 1 საათამდე. თავიდან მაღალ ცეცხლზე უნდა ხარშოთ, მერე ძალიან არ უხდება თუხთუხი. არამც და არამც არ შეიძლება თვალები და ლაყუჩების ჩაყოლება, ხარშვამდე კი თევზი კარგად უნდა გარეცხო, თორემ, სისხლის ნარჩენები მაგრა აამღვრევს ბულიონს.

 
საკმაზად სტაფილო, ხახვი, შავი პილპილი, მარილი, ოხრახუში, ნიახური, დაფნა, კარტოფილი...
 
მრავალშემადგენლიანი უხა ძაან მაგარი რამეა, თუმცა სჯობს ცალკ-ცალკე გააკეთო მდინარისა და ზღვის თევზები. მაგალითად თუკი ხამსით დაიწყებ, სჯობს მოივა-კეფალ-ნემსთევზა-სტავრიდა-ლიფარით გააგრძელო. ბოლოს კი რომელიმე ძვირფასი ზღვის თევზის მოზრდილი ნაჭრები ჩააწყო (ძველი ნახარშები უნდა გადაყარო, შეგიძლია ჭამო კიდევაც, რავი). თუ მდინარის თევზით აკეტებ, დაიწყებ მდინარის პატარა წვერათი და გააგრძელებ ხრამულ-მურწათი და ა.შ. კალმახ-ორაგულამდე. მდინარის უხა განსაკუთრებით ძვირი სიამოვნებაა (აქ მარტო ფული არ იგულისხმება...), თუმცა არის შემთხვევები, როცა გიმართლებს კაცს. შორეულ 1994 წელს, ალბათ ყველაზე საშინელ პერიოდში უახლესი ისტორიისა, ჩემი მეზობელი ერთ რესტორანში მუშაობდა, საიდანაც სვიის, ზუთხის და სხვა დიადი თევზების ნარჩენები მოჰქონდა (თავ-კუდ-ძვალ-ფარფლ), საიდანაც უგემრიელეს უხას ვაკეთებდით, ძვალსაც ვიმაგრებდით და გულსაც, თანაც მითუმეტეს შაქრის ჭარხლისგან გამოხდილ ან ხორბლის არაყს თუ დააყოლებდი, ნამდვილად იმედი გიჩნდებოდა, რომ შევარდნაძის მერე უფრო საინტერესო ხალხი მოვიდოდა და არა ესენი.
 
 © gabarzgaleba
 

 



საღოლ, კარგი სტატიაა. უხას ხარშვისას ზოგი(რუსები ძირითადათ)არაყს უმატებს და ცეცხლმოკიდებულ შეშის ნაჭერს დებს პირდაპირ ქვაბში ჩაქრობამდე.მე არ გამისინჯავს,მაგრამ იძახიან ძაან მაგარიაო:)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული