Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რუმინული წვნიანი კარტოფილის კლიოცკებით

საჭირო მასალა: 350 გ ქათმის ფილე, 1 საშუალო ზომის სტაფილო, 1 ძირი ოხრახუში და ნიახური, 1 თავი ხახვი, 1-2 ცალი დაფნის ფოთოლი, 1 ს.კ. ტომატ-პასტა, მარილი – გემოვნებით. კლიოცკებისთვის – 3 ცალი მოხარშული კარტოფილი, 50-60 გ კარაქი, 2 ს.კ. ფქვილი, 1 კვერცხი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: მოხარშული კარტოფილი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შევურიოთ კვერცხი, 2 ს.კ. ფქვილი, მარილი და წიწაკა. კარტოფილის მასისგან გავაკეთოთ პატარა, კაკლისოდენა ბურთულები და ამოვავლოთ ფქვილში. ქათმის ფილეს დავასხათ 2 ლ წყალი და დავდგათ ცეცხლზე. ხარშვისას მოვხადოთ ქაფი. როცა ადუღდება, დავუმატოთ დაჭრილი სტაფილო, მწვანილის ძირები, მთლიანი ხახვი და დაბალ ცეცხლზე განვაგრძოთ ხარშვა. როცა ხორცი ნახევრად მოიხარშება, ჩავუმატოთ ტომატ-პასტა, დაფნის ფოთოლი და მარილი. ბულიონიდან ამოვიღოთ ხახვი და დაფნის ფოთოლი. როცა ადუღდება, ჩავყაროთ კარტოფილის კლიოცკები და 10 წუთი ვხარშოთ. სუფრასთან მივიტანოთ მწვანილმოყრილი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული