Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათმისა და სოკოს წვნიანი ნიახურით

საჭირო მასალა: 500 გ ქათმის ძვლიანი ხორცი, 3-4 ცალი ქამა სოკო, 1 ცალი სტაფილო, 2 ძირი ნიახური, 2 თავი ხახვი, 1 ჩ.კ. გამშრალი ოხრახუში, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 3 ცალი კარტოფილი, 2-3 ს.კ. ზეთი, 1 კონა მწვანე ხახვი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ქათამს დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. ბულიონიდან ამოვიღოთ ხორცი და გავაცალოთ ძვლები. ბულიონში ჩავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო, ხახვის  მთლიანი თავი და თავდახურული ვხარშოთ. ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიახური, დავუმატოთ დაჭრილი სოკო და 5-7 წუთი ვშუშოთ. ბულიონში ჩავყაროთ მოშუშული ბოსტნეული, ქათმის ხორცი, ოხრახუში, მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი და 15 წუთი ვხარშოთ. წვნიანს სუფრაზე გატანის წინ მწვანე ხახვი დავუმატოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული