Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტორტი“ესთერჰაზი”

საჭირო მასალა: ბისკვიტისთვის - 8 კვერცხის ცილა, 200 გ შაქარი, 0,5 ჭიქა ლიმონის ცუკატები, მწიკვი დარიჩინი, 150 გ დათლილი ნუში, 40 გ ფქვილი. კრემისთვის - 250 მლ რძე, 150 გ შაქარი, 30 გ ვანილი, 2 კვერცხის გული, 300 გ კარაქი, 40 გ ატმის ან გარგარის ჯემი, ცოტა კონიაკი. სხვა – დათლილი ნუში, 1 ფილა შოკოლადი, ცოტა რძე.

მომზადება: შაქრითა დაკვერცხის ცილით მოვამზადოთ ბეზე, დავუმატოთ დარიჩინი, ნუში და ფქვილი. ცომი გავყოთ ექვს ნაწილად და 24-25 სმ-იან ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმაში ძალიან თხელ ფენად მოვათავსოთ. თითოეული ფენა გამოვაცხოთ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში. რძის 2/3 ნაწილი მოვადუღოთ, ხოლო დანარჩენი ავურიოთ ვანილთან, შაქართან და კვერცხის გულებთან ერთად. შემდეგ ფრთხილად გავხსნათ მდუღარე რძეში, თან ვურიოთ. როდესაც კრემი ადუღებამდე მივა, გადმოვდგათ ცეცხილდან და გავაციოთ. გაგრილებულს შევათქვიფოთ დარბილებული კარაქი და კონიაკი. ფენებს წავუსვათ ჯერ ჯემი, შემდეგ კრემი. ბოლო ფენას ზემოდან და გვერდებზე წავუსვათ კრემი, მოვრთოთ რძიანი დამდნარი შოკოლადით და გვერდებზე მოვაყაროთ დათლილი ნუში.

 © ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული