საჭირო მასალა: 1 ს.კ. მშრალი საფუარი, 3/4 ჭიქა რძე, 0.5 ჭიქა შაქარი, 2-3 ჭიქა ფქვილი, 1 ლიმონის ცედრა, 5 კვერცხის გული, 2 ს.კ. კარაქი. გულსართისთვის – 300 გ ვარდის მურაბა, 4 ს.კ. ნუშის ფირფიტები, მწიკვი ლიმონის ცედრა, 2 ს.კ. გამდნარი კარაქი. ზემოდან წასასმელად – 1 კვერცხის ცილა.
მომზადება: საფუარი ავურიოთ 1 ჩ.კ. შაქარსა და 2 ს.კ. ფქვილთან. დავამატოთ შემთბარი რძის ნახევარი, ავურიოთ და დავდგათ ასაფუებლად. როცა აფუვდება, დავუმატოთ თბილი რძე, შაქართან ერთად გათქვეფილი კვერცხი, ლიმონის ცედრა, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. როცა ხელს აღარ მიეკრობა, შევაზილოთ გამდნარი, თბილი კარაქი, მოვზილოთ ცომი და დავდგათ ასაფუებლად. ვარდის მურაბას დავუმატოთ კარაქი და ნუში. ცომი გავაბრტყელოთ, წავუსვათ მურაბიანი გულსართი და რულეტივით გადავახვიოთ. გავყოთ 5-6 ნაწილად, ფორმაში ჩავაწყოთ და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 20 წუთის შემდეგ წავუსვათ კვერცხის ცილა და შევდგათ კიდევ 30 წუთით.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი