Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რძიანი ბრინჯი შოკოლადით და მსხლის ეგზოტიკური კომპოტით

საჭირო მასალა: ბრინჯისთვის - 500 მლ რძე, 125 გ მრგვალი ბრინჯი, 1 ს.კ. შაქარი, 60 გ მწარე შოკოლადი. კომპოტისთვის - 1 მუჭა კეშიუ (ინდური თხილი), 20 გ კარაქი, 1 ცალი მსხალი, 1 ს.კ. შაქარი, 1 ცალი ფორთოხალი, 0,5 ლიმონი, 0,5 ს.კ. ვანილის შაქარი, დარიჩინი – გემოვნებით.

მომზადება: რძე ავადუღოთ, ჩავყაროთ ბრინჯი და 20 წუთის განმავლობაში ვადუღოთ, თან ვურიოთ. შოკოლადი გავხეხოთ და დავუმატოთ ბრინჯს. ბოლოს შევურიოთ შაქარი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მსხალი გავფცქვნათ, გავჭრათ ორად, ამოვაცალოთ გული და თხელ ნაჭრებად დავჭრათ. კეშიუ ტაფაზე მოვხალოთ, სანამ არ გაყავისფერდება, შემდეგ დავუმატოთ კარაქი, მსხალი და კარგად ავურიოთ. დავაყაროთ შაქარი და მივიყვანოთ კარამელიზაციამდე. მსხალს დავუმატოთ ლიმონის წვენი, ვანილის შაქარი, დარიჩინი, ფორთოხლიდან გამოწურული წვენი და გამორჩეული რბილობი. ზემოხსენებული ინგრედიენტები კარგად ავურიოთ, ერთხელ წამოვადუღოთ და სუფრასთან რძეში მოხარშულ შოკოლადიან ბრინჯთან ერთად მივიტანოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული