Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყველის ტერინი

საჭირო მასალა: 75 გ თხილი, 1 კონა მწვანე ხახვი, 100 გ ზეთში ჩადებული პამიდვრის ჩირი, 800 გ ახალი ყველი, 2 ს.კ. ტომატპასტა, 7 თხელი ფირფიტა ყველი გაუდა, მარილი, თეთრი პილპილი და პაპრიკა – გემოვნებით, პამიდორი ჩერი – გასაფორმებლად.

მომზადება: თხილი მსხვილად დავფქვათ და მოვხალოთ. რამდენიმე ღერი მწვანე ხახვი შევინახოთ გასაფორმებლად, დანარჩენი წვრილად დავჭრათ. პამიდვრის ჩირი წვრილად დავჭრათ.  ახალი ყველის ნახევარში ავურიოთ მწვანე ხახვი, მეორეში -  თხილი და პამიდვრის ჩირი,  ორივე მასას გავუწყოთ მარილი და პილპილი. ავიღოთ მოგრძო ფორმა (1 ლ ტევადობის), ჩავფინოთ ცელოფანი ისე, რომ გვერდებზე გადავიდეს. შიგ ჩავაწყოთ გაუდას ნაჭრები ისე, რომ კიდეებზეც ამოვიდეს, ზედ გადავანაწილოთ ყველისა და მწვანე ხახვის მასა და დავაფინოთ გაუდას ნაჭრები. ყველის ფირფიტებზე მეორე ფენად მოვათავსოთ თხილისა და ყველის მასა. გვერდებიდან გადმოვაფინოთ ცელოფანი და კარგად შევკრათ. ტერინი მინიმუმ 2,5 საათის განმავლობაში გავაცივოთ მაცივარში, შემდეგ გავხსნათ, ფრთხილად გადმოვიღოთ ფორმიდან, მოვაყაროთ პაპრიკა და მოვრთოთ დაჭრილი ჩერითა და მწვანე ხახვით.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.