Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფენებიანი ხაჭოს მობრაწულა

საჭირო მასალა: პირველი ფენისთვის - 750 გ ხაჭო, 2-3 კვერცხი, 2 ს.კ. მანანის ბურღული, 3 ს.კ. ქიშმიში ან სხვა ჩირეული, 3 ს.კ. შაქარი, 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი, 1 ლიმონის ცედრა. მეორე ფენისთვის - 300 გ არაჟანი, 1 კვერცხი, 1 ს.კ. შაქარი ან 2 ს.კ. შესქელებული რძე.

მომზადება: პირველი ფენის ინგრედიენტები ერთმანეთში ავურიოთ და მოვათავსოთ ფორმაში (20X20სმ). ვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში. ერთმანეთს შევურიოთ მეორე ფენის ინგრედიენტები, მოვათავსოთ ხაჭოს ფენის ზემოდან და კიდევ 10 წუთი ვაცხოთ. როცა მეორე ფენა შესქელდება, გამოვიღოთ და შევაგრილოთ. შეგვიძლია მივირთვათ როგორც თბილი, ასევე ცივიც.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული