Home
ქართული | English
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბადრიჯნის მჟავე

საჭირო მასალა: 1,5 კგ ბადრიჯანი, 400 გ კომბოსტო, 100 გ სტაფილო, 2 ცალი ტკბილი წიწაკა, 2 კბილი ნიორი, შავი პილპილი – გემოვნებით. მარინადისთვის – 1,5 ლ წყალი, 70 გ მარილი.

მომზადება: მარილი და წყალი ავადუღოთ და გავაგრილოთ. თანაბარი ზომის ბადრიჯნები ჩანგლით დავჩხვლიტოთ. მოვათავსოთ წყალში და რომ წამოდუღდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. 5 წუთი დავტოვოთ და შემდეგ გადავწუროთ. ავკეპოთ კომბოსტო, გავხეხოთ სტაფილო, დავჭრათ წიწაკა, დავჭყლიტოთ ნიორი, ავურიოთ და მოვაყაროთ მარილი. ბადრიჯნები დავსეროთ და ბოსტნეულის ნაზავით გამოვტენოთ. ბადრიჯნებს შემოვახვიოთ ძაფი და მოვათავსოთ მარინადში, ზემოდან დავადოთ სიმძიმე დასაწნეხად. ბადრიჯანი 3 დღით თბილ ადგილას მოვათავსოთ, შემდეგ კი, როდესაც დამჟავდება, მაცივარში შევინახოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.