საჭირო მასალა: 3 კვერცხის გული, 250 მლ. ნაღები, 3 ს.კ. შაქარი, ვანილი. კარამელისთვის – 200 გ. შაქარი,
მომზადება: 160 გრადუსზე გავახუროთ ღუმელი. სქელძირიან ქვაბში ჩავყაროთ კარამელისთვის მომზადებული შაქარი და ძალიან დაბალ ცეცხლზე მოვამზადოთ კარამელი, თან გამუდმებით ვურიოთ. შაქარი როცა გადნება და კარამელის ფერს მიიღებს, მზადაა. იგი გადმოვდგათ ცეცხლიდან და გადავანაწილოთ ფორმებში. კარამელი ძალიან სქელი არ უნდა იყოს. ნაღები მივიყვანოთ მოდუღებამდე და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მიქსერით გავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ ვანილი და ისე, რომ არ შევწყვიტოთ თქვეფა, ნელ-ნელა ვამატოთ ცხელი ნაღები, დავდგათ ცეცხლზე და კიდევ ერთხელ მივიყვანოთ მოდუღებამდე. კრემის თქვეფა არ შევწყვიტოთ, რომ არ აიჭრას. ღრმა ფორმაში ჩავასხოთ იმდენი წყალი, რომ კრემ-კარამელის ფორმებს 2/3-მდე მოადგეს, ფორმებში დავამატოთ კრემი და 40-50 წუთის განმავლობაში მოვათავსოთ ღუმელში. დესერტი მზადაა, როდესაც შუაგულიც მკვრივი აქვს. ღუმლიდან გამოღებული ფორმები გავაგჰრილოთ და მთელი ღამოით მოვათავსოთ მაცივარში. თუ მისი ფორმიდან ამოღება გაგვიჭირდა, გვერდები შემოვხსნათ დანით და ისე გადმოვაბრუნოთ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი