Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოს გასტრონომიული ათეული

ჟურნალმა Forbes–მა ამას წინათ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების რეიტინგი, რომელთა კულინარიული ტრადიციებიც ხელს უწყობენ კარგი ფორმის შენარჩუნებას. ცნობილმა მწვრთნელმა და მწერალმა ჰარლი პასტერნაკმა თავს წიგნში The Five Factor World Diet აღწერა წლების მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული გამოცდილება. პირველი ადგილი სამართლიანად დაიმსახურა იაპონურმა სამზარეულომ, რომელიც დღითიდღეE უფრო პოპულარული ხდება. დიეტურ ათეულში შემავალი ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელია ცხოველური ცხიმების ნაკლები მოხმარება და თევზეულის, ხილის, ბოსტნეულისა და პარკოსანი კულტურების სიჭარბე კვებაში.

იაპონური სამზარეულო ყველაზე ჯანსაღია, ზედმეტ წონას იაპონელთა მხოლოდ 1,5 % უჩივის, სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი კი 82 წელია. იაპონიაში ფართოდ გამოყენება კომბოსტოს ყველანაირი სახეობა ფოთლოვანიდან დაწყებული ბროკოლით დამთავრებული, რასაც წარმატებით უთავსებენ ახალ თევზეულსა და სოიოს კერძებს. ნახშირწყლების მთავარ საბადოს იაპონელთათვის წიწიბურას ფქვილიგან დამზადებული, მიკროელემენტებით მდიდარი ატრია წარმოდგენს.
            მეორე ადგილს სინგაპურის სამზარეულო იკავებს, ქვეყნისა, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი, იაპონიის მსგავსად, 82 წელია, ჭარბი წონა კი მოსახლეობის მხოლოდ 1,8 % აწუხებს. სინგაპურელთა კვების მთავარი კომპონენტია ბრინჯი, აგრეთვე ბოსტნეული და თევზი. აქ ხორცს ნაკლებად ამზადებენ, ხოლო რაც შეეხება ტკბილეულს, სინგაპურელები ტროპიკული ხილითა და მათგან დამზადებული დაბალკაროლიური დესერტებით კმაყოფილდებიან.
            მესამე ადგილი უკავია ჩინურ სამზარეულოს – მისი კერძების უმეტესობა ბოსტნეულისგან, ხილისგან, პარკოსნებისა და მარცვლოვანი კულტურებისგან მზადდება, რასაც სხვადასხვა სურნელოვანი მცენარეებით, ფესვებით, ჯანჯაფილითა და ნივრით აზავებენ. ჩინელთა შემწვარი საკვებისადმი სიყვარულით აიხსნება მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, რაც 73 წელს შეადგენს, ჭარბი წონა კი მოსახლეობის მხოლოდ 1,8 % აწუხებს.
მეოთხე ადგილს ამ სიაში შვედები იკავებენ. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მათი სამზარეულო ხილისა და ბოსტნეულის ფართო ასორტიმენტით ვერ დაიკვეხნის, თუმცა კვების რაციონში რძის პროდუქტების, შავი პურის, თევზეულისა და კენკროვანების შემცველობა განაპირობებს შვედთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას – 81 წელს, ჭარბი წონის მაჩვენებელი კი 11%-ია.
მეხუთე ადგილი ფრანგულ სამზარეულოს ხვდა წილად. ბევრისთვის დღემდე გამოცანად რჩება ის ფაქტი, რომ მიუხედავად ფრანგთა დიდი სიყვარულისა ხორცეულის, ცომეულის, შოკოლადისა და მაღალკალორიული ყველების მიმართ, ფრანგები მაინც არ სუქდებიან. ჭარბწონიანები მოსახლეობის მხოლოდ 6,6% შეადგენენ, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი 81 წელია. ეს შესაძლოა იმის დამსახურებაა, რომ ფრანგები მცირე ულუფებად ჭამენ, ცხიმში შემწვარ პროდუქტებზე მეტად კი გამომცხვარს, გრილზე მომზადებულს, მოშუშულს ანიჭებენ უპირატესობას.
,,კულინარიულ ათეულში” მოხვედრილი ყველა ქვეყნის სამზარეულოს თავისი საიდუმლო გააჩნია. ხმელთაშუაზღვისპირეთის (იტალია, ესპანეთი) სამზარეულო ზღვის პროდუქტებისა და ზეითუნის ზეთის სიუხვით გამოირჩევა, საბერძნეთის სამზარეულოში სარდინებსა და ბადრიჯანს უკავია საპატიო ადგილი, ისრაელის სამზარეულოს მშვენებაა უამრავი სანელებელი და სურნელოვანი მცენარე, კორეულისა კი – “კიმჩხი”, ანუ ცხარე, დამწნილებული ბოსტნეული. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეელთა საყვარელი კერძია ნაკვერჩხალზე შემწვარი საქონლის ხორცი, წლიურად ისინი მაინც ხუთჯერ ნაკლებ ხორცს მოიხმარენ, ვიდრე ამერიკელები.
საინტერესოა, რომ ათეულში ვერ მოხვდენენ ის ქვეყნები, სადაც საერთოდ არ მოიხმარენ ალკოჰოლს. პირველი ადგილი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერგო იაპონიას, სადაც ბრინჯისგან დამზადებულ ალკოჰოლურ სასმელებზე დიდი მოთხოვნაა, ისევე, როგორც ჩინეთსა და კორეაში. აღსანიშნავია, რომ გასტრონომიულ ათეულში შემავალ ყველა ქვეყანაში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება მაღალხარისხოვანი ღვინოები.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული