Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გარგარის მუსი ჟოლოს სოუსით

საჭირო მასალა: 2 ფირფიტა ჟელატინი, 4 ცალი მწიფე გარგარი, 250 გ 20%-იანი ხაჭო, 2 ს.კ. ლიმონის წვენი, 4 ს.კ. შაქარი, 1 შეკვრა ვანილის შაქარი, 150 მლ სქელი ნაღები, 250 გ ჟოლო, შაქრის პუდრი – მოსაყრელად.

მომზადება: ჟელატინი ცივ წყალში დავალბოთ. გარგარი ჩავყაროთ ადუღებულ წყალში, გადავწუროთ, გავაცალოთ კანი, გავჭრათ შუაზე და კურკა ამოვაცალოთ. შემდეგ წვრილად დავჭრათ. ხაჭოში ავურიოთ ლიმონის წვენი, 3 ს.კ. შაქარი და ვანილის შაქარი. შევურიოთ დაჭრილი გარგარი. ჟელატინი გავადნოთ, ჯერ 3 ს.კ. ხაჭოს მასას შევურიოთ, შემდეგ კი მთლიანად ავურიოთ ხაჭოს მასაში. ნაღები ავთქვიფოთ და შევურიოთ ხაჭოსა და ჟელატინის მასას, შემდეგ ჩავდოთ ფორმაში, დავახუროთ სახურავი და 4 საათით მაცივარში დავდგათ. ჟოლოს 2/3 ნაწილი და 1 ს.კ. შაქარი ბლენდერით დავაქუცმაცოთ და საცერზე გავატაროთ, შემდეგ დანარჩენი ჟოლო შევურიოთ. მუსი ჟოლოს სოუსთან ერთად ამოვიღოთ თეფშზე და შაქრის პუდრი მოვაყაროთ.

© ღვინის კლუბი /Weekend     

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული