Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხრაშუნა მაჭკატები ნაზი გულსართით

საჭირო მასალა: 100 მლ წყალი, 1,5 ჭიქა ფქვილი, 2 ს.კ. არაყი, 1 ჩ.კ. მარილი, 150 გ მაგარი ყველი, 100 გ ხაჭო, 1 კონა კამა და ოხრახუში, ზეთი - შესაწვავად.

მომზადება: ფქვილი, წყალი, მარილი და არაყი ავურიოთ  და მოვზილოთ ელასტიკური ცომი. შესაძლოა ოდნავ მეტი ან ნაკლები წყალი დაჭირდეს და ამიტომ ნელ-ნელა დავამატოთ. ცალკე თასში შევურიოთ გახეხილი ყველი, ხაჭო და დაკეპილი მწვანილი. ცომი გავაბრტყელოთ თხელ, მოგრძო ნაჭრებად. ზედ მოვათავსოთ გულსართი, შევუკრათ კიდეები და სპირალივით დავახვიოთ. მივიღებთ წრიული ფორმის მაჭკატს. შემდეგ გავაბრტყელოთ და გაცხელებულ ზეთში შევწვათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.