Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კრამპეტები

საჭირო მასალა: 3 ს.კ. წყალი, 25 გ ნედლი საფუარი, 1 ს.კ. შაქარი, 150 გ ფქვილი, მწიკვი მარილი, 100 მლ რძე, 1 კვერცხი, 30 გ დამდნარი კარაქი, 50 გ კარაქი – ფორმისა და შეწვისათვის.

მომზადება: ცოტა თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და დავუმატოთ შაქარი. გავაჩეროთ თბილ ადგილას, სანამ მასა არ გაორმაგდება. თასში ჩავყაროთ ფქვილი და დავუმატოთ მარილი. შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება, ჩავასხათ რძე და კვერცხი. ავურიოთ ხის კოვზით, დავუმატოთ გამდნარი კარაქი, საფუარი და ვურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. თასს გადავაფაროთ ტილო და დავდგათ ასაფუებლად დაახლოებით 1 საათით. როდესაც ცომის მასა გაორმაგდება, მზადაა გამოსაცხობად. ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი. ზედ დავალაგოთ მეტალის  წრის ფორმები (ფხვიერი ნამცხვრის ამოსაჭრელად რომ ვიყენებთ) და შიგ ჩავასხათ დაახლოებით 1 ს.კ. ცომი. როდესაც ზედაპირზე ბუშტუკები გაჩნდება, ფორმები ფრთხილად მოვაშოროთ ცომს და მეორე მხარესაც შევწვათ. მზა კრამპეტებს გადავაფაროთ ფოლგა, სანამ ბოლომდე არ გამოვაცხობთ. მივირთვათ ჯემთან, მურაბასთან ან ნაღებთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.