Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფუნთუშები

საჭირო მასალა: 350 მლ რძე, 50 გ კარაქი, 1 ს.კ. მშრალი საფუარი, 550 გ ფქვილი, 2-4 ს.კ. შაქარი, 0,5 ჩ.კ. მარილი. ფუნთუშების მოსახარშად - 1,5-2 ლ წყალი, 1,5 ჩ.კ. სოდა. სეზამის მარცვლები – მოსაყრელად.

მომზადება: ფქვილში ავურიოთ საფუარი. 1 ჭიქა რძეში ჩავადნოთ კარაქი, დავუმატოთ შაქარი, მარილი და კარგად გავხსნათ. ცხელ მასას დავუმატოთ ცივი რძე, უნდა მივიღოთ თბილი სითხე. რძე დავასხათ ფქვილს და მოვზილოთ ცომი. ჩავდოთ თასში და დავდგათ ასაფუებლად. ამოსული ცომიდან გავაკეთოთ დაახლოებით 8-10 ბურთულა, მივცეთ ფუნთუშის ფორმა და ჩავყაროთ ადუღებულ, სოდაარეულ წყალში. ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 30-40 წამის განმავლობაში. გაფუებული ფუნთუშები ამოვიღოთ ქაფქირით, დავაწყოთ გამოსაცხობ ქაღალდზე და 30-35 წუთით შევდგათ 180 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ აირღუმელში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული