Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბლინის კალათები

საჭირო მასალა: ცომისთვის - 2 ცალი დიდი კვერცხი, 240 მლ რძე, 240 გ ფქვილი, 0,5 ჩ.კ. სოდა 1 ს.კ. ძმრით, 60 გ კარაქი, მწიკვი მარილი, მწიკვი შაქარი. გულსართისთვის – 1 ს.კ. ზეთი, 1 ცალი პრასი, 200 გ ქამა სოკო, 6 ცალი კვერცხი, 4-5 ს.კ. ნაღები (22%), 6 ნაჭერი ყველი კამამბერი, მარილი, პილპილი, მწვანე ხახვი – გემოვნებით. 

მომზადება: კარაქი გავადნოთ და შევაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე. კვერცხი, მარილი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ რძე და ნელ-ნელა შევურიოთ ფქვილი. შესაძლოა ფქვილი ცოტა მეტი ან ნაკლები დაჭირდეს. თუ ცომი სქელი გამოვიდა, ცოტა წყალი ან რძე დავუმატოთ. ბოლოს შევურიოთ ძმარში გახსნილი სოდა და კარაქი. ცომი დავდგათ 30 წუთით. შემდეგ გახურებულ ტაფაზე თხელ ფენად დავასხათ და ორივე მხრიდან გამოვაცხოთ. ამასობაში მოვამზადოთ გულსართი: ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე. სოკო და პრასი თხლად, ყველი – საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ. პრასი და სოკო მოვშუშოთ ზეთში, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მაფინის ფორმებს წავუსვათ ცხიმი და შიგ ჩავაფინოთ გამომცხვარი ბლინები, ზედ მოვათავსოთ გულსართი, დავახალოთ თითო კვერცხი, ზემოდან დავადოთ თითო ნაჭერი ყველი და მოვასხათ ნაღები. ღუმელში ვაცხოთ 15-18 წუთის განმავლობაში, ოდნავ შევაგრილოთ და ფრთხილად ამოვიღოთ ფორმიდან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული