Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღორის ხორცი კუსკუსით

საჭირო მასალა: 2 ცალი ტკბილი წითელი წიწაკა, 1 კონა მწვანე ხახვი, 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 2 ს.კ. კარის ფხვნილი, 1 ს.კ. ყვითელი კოჭა (კურკუმა), 75 გ დაკონსერვებული გარგარი, 500 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 250 გ კუსკუსი, 500 გ ხორის ფილე, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: ხახვი და 1 ცალი წიწაკა დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და დაჭრილი ბოსტნეული მოვშუშოთ. დავუმატოთ 1 ს.კ. კარის ფხვნილი, გარგარი, ყვითელი კოჭა, მარილი და წიწაკა. დავასხათ ბოსტნეულის ბულიონი და 5 წუთი ვადუღოთ. დავუმატოთ კუსკუსი და ვურიოთ. 3-4 წუთის შემდეგ დავუმატოთ ცოტა მარილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ღორის ხორცის ფილე თხელ მედალიონებად დავჭრათ. წიწაკა თესლიანად თხლად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ 2 ს.კ. ზეთი. ხორცს მოვაყაროთ მარილი, კარის ფხვნილი და წიწაკასთან ერთად მოვათავსოთ ტაფაზე. მზა ხორცი კუსკუსთან ერთად მივირთვათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული