Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მაჭკატები სოკოს გულსართით

 მომზადება:
 
ცომისთვის:
 
2 ს/კ ზეთი
2  კვერცხი
1/2 ს/კ მარილი
1/4 ლ მინერალური წყალი
125 გ  ფქვილი
 
გულსართისთვის:
 
1 პატარა ხახვი
2 ს/კ  ზეთი
250 გ  ქამა სოკო
1 ს/კ ფქვილი
100 მლ მშრალი თეთრი ღვინო
2 ს/კ  არაჟანი
მარილი, წიწაკა
 
მომზადება:
 
ზეთი, მარილი, წყალი და კვერცხი კარგად გავთქვიფოთ, ნელ-ნელა შევურიოთ ფქვილი და 1 საათით დავდგათ მაცივარში. მანამდე მოვამზადოთ გულსართი - წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ცხიმში, დავუმატოთ ფქვილი, წვრილად დაჭრილი სოკო, თან ვურიოთ, დავასხათ ღვინო და 10 წუთის განმავლობაში ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე, შემდეგ კი შევურიოთ არაჟანი, მწარე წიწაკა და მარილი. ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან და ძალიან ცხელ ტაფაზე თხელი მაჭკატები გამოვაცხოთ. ერთ მხარეს რომ გამოცხვება, დანის დახმარებით გადავატრიალოთ და მეორე მხარეზეც შევწვათ. გამომცხვარ მაჭკატში ჩავდოთ მომზადებული გულსართი.  
© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული