Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფორთოხლის ხრაშუნები

საჭირო მასალა: 150 გ ფქვილი, 150 გ დაფქული ნუში, 40 გ სახამებელი, 1 ფორთოხალი, 180 გ დარბილებული კარაქი, 120 გ + 4 ს.კ. შაქარი, 0,5 ს.კ. მარილი, 1 ს.კ. დარიჩინი.

მომზადება: ფქვილი, ნუში და სახამებელი ავურიოთ თასში. ფორთოხალი ცხელ წყალში გავრეცხოთ, ცედრა მოვახეხოთ და წვენი გამოვწუროთ. ავთქვიფოთ კარაქი, 120 გ შაქარი და მარილი, დავუმატოთ 1 ს.კ. ფორთოხლის წვენი და ცედრა. შევაზილოთ ფქვილი და მიღებული ცომი ორად გავყოთ. თითეული 15 სმ სიგრძის ნაჭრებად გავაბერტყელოთ. დარჩენილ შაქარში ავურიოთ დარიჩინი, გადავანაწილოთ ცომის ერთ ფირფიტაზე და მეორე ზედ დავაბრტყელოთ, სემდეგ გავახვიოთ ცელოფანში და 1 საათით მაცივარში მოვათავსოთ. ცომი გავაბრტყელოთ 0,5 სმ სისქეზე, ამოვჭრათ სასურველი ფორმები და 170-180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. ცხელ ნამცხვარს ფრთხილად შემოვაჭრათ კიდეები და შაქარში ამოვავლოთ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული