გამოქვეყნებულია: 21 დეკემბერი, 2014 - 22:20
საჭირო მასალა: 2 თავი ნიორი, 50 გ კედრის თესლი, 4 ტოტი როზმარინი, 150 მლ ყვავილების თაფლი, 400 მლ ყურძნის წვენი, მწიკვი მარილი, 20 გ ფხვიერი ნამცხვარი ამარეტი, 8 ნაჭერი ყველი ფეტა, 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადება: ნიორი გავარჩიოთ, კედრის თესლი მოვხალოთ. თაფლი გავაცხელოთ, დავუმატოთ ნივრის კბილები და 2-3 წუთი ვშუშოთ. დავასხათ ყურძნის წვენი და დავუმატოთ მარილი. ბოლოს დავუმატოთ როზმარინი, 15-30 წუთი ვხარშოთ და გავაგრილოთ. საცხობ ქაღალდზე დავაწყოთ ყველის ნაჭრები, მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ პილპილი და დაფხვნილი ამარეტი. 5-8 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, შემდეგ კი მოვასხათ თაფლის სოუსი.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი