Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სტაფილოსა და ფორთოხლის წვნიანი ნუშით

საჭირო მასალა: 2 თავი ხახვი, 5-6 ღერი მწვანე ხახვი, 1-2 კბილი ნიორი, 600 გ სტაფილო, 400 გ კარტოფილი, 2 ს.კ. ზეთი, 1 ს.კ. შაქარი, 0,5 ჩ.კ. კარის ფხვნილი, 1 ლ ბოსტნეულის ბულიონი, 300 მლ ფორთოხლის წვენი, 25 გ ნუშის ფანტელი, 100 მლ ნაღები,  75 მლ სქელი არაჟანი, მარილი, პილპილი – გემოვნებით, 4 ნაჭერი ფორთოხალი -  გასაფორმებლად.

მომზადება: ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ. სტაფილო და კარტოფილი პატარა კუბებად დავჭრათ. ქვაბში გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ნიორი, ხახვი და მოვშუშოთ. დავუმატოთ კარტოფილი და სტაფილო, ერთი-ორჯერ ამოვურიოთ და დავასხათ ბულიონი ფორთოხლის წვენთან ერთად. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. წვნიანი 25 წუთი თავდახურული ვხარშოთ. ამასობაში მოვხალოთ ნუში. მოხარშული წვნიანი ავთქვიფოთ ბლენდერში, შევურიოთ ნაღები, დავუმატოთ ცოტა შაქარი და ერთხელ წამოვადუღოთ. მზა წვნიანი ამოვიღოთ ჯამებში, ჩავუმატოთ არაჟანი, მოვაყაროთ ნუში და დაჭრილი მწვანე ხახვი. სუფრაზე ფორთოხლის ნაჭრებთან ერთად მივიტანოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.