Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკული ვაშლის ღვეზელი

საჭირო მასალა: 22 სმ-იანი დიამეტრის საცხობი ფორმისათვის: ცომი – 300 გ ფქვილი, 1/4 ჭიქა ცივი წყალი, 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი, მწიკვი მარილი. გულსართი – 8 ცალი ვაშლი, 1.5 ჭიქა შაქარი, 1 ს.კ. სიმინდის სახამებელი, 1/2 ლიმონის წვენი, 1/2 ჩ.კ. დარიჩინი, კვერცხის გული ზემოდან წასასმელად.

მომზადება: ცომის მოსამზადებლად გაყინული კარაქის ნაჭრები დავკეპოთ ფქვილსა და მარილთან ერთად. ცივ წყალში გავხსნათ ლიმონის წვენი, თანდათანობით ჩავასხათ დაკეპილ მასაში, მოვზილოთ ცომი და 30 წუთით მოვათავსოთ მაცივარში. გაფცქვნილი და გულამოცლილი ვაშლები დავჭრათ, დავასხათ ლიმონის წვენი, ავურიოთ შაქარი და სახამებელი. ცომის 2/3 გავაბრტყელოთ და ჩავფინოთ ფორმის ფსკერზე. ზემოდან მოვათავსოთ ვაშლის გულსართი. დარჩენილი ცომი გავაბრტყელოთ, ზემოდან დავაფაროთ, გვერდები შევუკრათ, ჩანგლით დავჩხვლიტოთ რამდენიმე ადგილას და წავუსვათ კვერცხის გული. გამოვაცხოთ 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 50-60 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ღვეზელი ცოტა ხნით გავაჩეროთ ღუმელში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული