Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სიმინდისა და კარტოფილის წვნიანი

საჭირო მასალა: 1 თავი ხახვი, 350 გ კარტოფილი, 200 გ დაკონსერვებული სიმინდი, 1 კონა მწვანე ხახვი, 2 ღერი პრასი, 2 ს.კ. კარაქი, 2 ს.კ. სიმინდის ფქვილი, 100 მლ თეთრი მშრალი ღვინო, 500 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 200 მლ რძე, მარილი, პილპილი, ჯავზი – გემოვნებით.

მომზადება: ხახვი წვრილად, კარტოფილი – პატარა კუბებად დავჭრათ. სიმინდი გადავწუროთ. წვრილად დავჭრათ პრასი და მწვანე ხახვი. ქვაბში გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ ხახვი და 1-2 წუთი ვშუშოთ, დავუმატოთ 2/3 კარტოფილი და 2-3 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. მოვაყაროთ ფქვილი და ამოვურიოთ. დავასხათ ღვინო, ბოსტნეულის ბულიონი და 15 წუთის განმავლობაში საშუალო ტემპერატურაზე ვადუღოთ. წვნიანი ბლენდერით ავთქვიფოთ. დავუმატოთ რძე, დანარჩენი კარტოფილი, სიმინდი, მწვანე ხახვი, სანელებლები და ვხარშოთ, სანამ კარტოფილი არ მოიხარშება.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული