Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სატაცურის ომლეტი

საჭირო მასალა: 500 გ სატაცური, 1 ცალი ცხარე წიწაკა, 1 კბილი ნიორი, 20 გ პარმეზანი, 1 კონა რეჰანი, 4 ღერი ოხრახუში, 2 ს.კ. ზეთი, 5 კვერცხი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: სატაცური გავრეცხოთ და 3 სმ სიგრძის ნაჭრებად დავჭრათ. წიწაკა სიგრძეზე გავჭრათ, ამოვაცალოთ თესლი და ნიორთან ერთად დავკეპოთ. პარმეზანი გავხეხოთ. მწვანილი წვრილად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ სატაცური და 5 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. დავუმატოთ ნიორი და წიწაკა. კვერცხი ავთქვიფოთ, დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი, ყველი, მარილი და პილპილი. კვერცხი დავასხათ სატაცურს და თავდახურული დაბალ ცეცხლზე 8-10 წუთის განმავლობაში შევწვათ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.