Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათმის ხორცი სოკოთი და ბრინჯით

საჭირო მასალა: 3 ს.კ. კარაქი, 1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, 250 გ თხლად დაჭრილი სოკო, 2 ს.კ. ფქვილი, 3/4 ჭიქა ღვინო მარსალა, 0,5 ჭიქა რძე, 1 ჭიქა გრძელი ბრინჯი, 300 გ დაჭრილი ქათმის ფილე, 1 ჭიქა დაფხვნილი პური, 3 ს.კ. გახეხილი პარმეზანი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.  

მომზადება: კარაქი გავადნოთ, დავუმატოთ ხახვი და მოვშუშოთ. დავაყაროთ სოკო და ვშუშოთ, სანამ წვენს გამოუშვებს. დავაყაროთ ფქვილი, 1 წუთის შემდეგ დავასხათ ღვინო და რძე მონაცვლეობით და ვურიოთ, რომ არ აიჭრას და ადუღებამდე მივიყვანოთ. 3 წუთის დუღილის შემდეგ მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დავასხათ 2 ჭიქა წყალი და ჩავაყაროთ ბრინჯი. ქვაბს წავუსვათ ცხიმი, შიგ მოვათავსოთ ქათმის ხორცი, შემდეგ დავამატოთ სოკოსა და ბრინჯის მასა, გადავაფაროთ ფოლგა და დაახლოებით 35 წუთით შევდგათ გახურებულ ღუმელში. პურის ნაფხვენი და პარმეზანი ავურიოთ. ქვაბს მოვხსნათ ფოლგა, ზედ მოვაყაროთ მომზადებული  ნაფხვენი და კიდევ 5 წუთით გავაჩეროთ ღუმელში.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული