Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი სტაფილოთი აფრიკულად

საჭირო მასალა: 300 გ სტაფილო, 2 თავი ხახვი, 20 გ ნედლი ჯანჯაფილი, 1 კბილი ნიორი, 2 ცალი ქათმის ფილე, 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 200 მლ ქათმის ბულიონი, 2 ღერი დარიჩინი, 1 პატარა კონა ქინძი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: სტაფილო გავთალოთ, სიგრძეზე გავჭრათ და 2 სმ ზომის ნაჭრებად დავჭრათ. ხახვი გავფცქვნათ და 8 ნაწილად გავჭრათ. ნიორი და ჯანჯაფილი გავხეხოთ. თითოეული ფილე შუაზე გავჭრათ და 4 სმ  ზომის ნაჭრებად დავჭრათ. თუჯის ღრმა ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ხახვი და მოვშუშოთ გაოქროსფრებამდე, შემდეგ ტაფიდან ამოვიღოთ. ხორცს მოვაყაროთ მარილი, პილპილი და იმავე ცხიმში შევწვათ, რაშიც ხახვი მოვშუშეთ. ხორცს დავუმატოთ სტაფილო, ჯანჯაფილი, ნიორი და 2 წუთი ერთად ვშუშოთ. დავუმატოთ ხახვი, დარიჩინი, დავასხათ ბულიონი და საშუალო ტემპერატურაზე 20 წუთი თავდახურული ვშუშოთ. ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.