Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პამიდვრის წვნიანი კარითა და თხის ყველით

საჭირო მასალა: 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ს.კ. ტომატპასტა, 1 ს.კ. ფქვილი, 2 ს.კ. კარის ფხვნილი, 800-900 გ კანგაცლილი, დაჭყლეტილი პამიდორი, 400 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 1 ცალი ლიმონი, 4 ღერი ქონდარი, 1-2 ს.კ. თაფლი, 100 გ თხის რბილი ყველი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ 1 ს.კ. ზეთი და ხახვი და ნიორი 2-3 წუთის განმავლობაში მოვშუშოთ. დავუმატოთ ტომატპასტა, ფქვილი და კარის ფხვნილი. 1 წუთში დავუმატოთ ბულიონი, პამიდორი და 15 წუთი ვხარშოთ. ხანდახან ამოვურიოთ, რომ არ მიიწვას. ლიმონი ცხელი წყლით გავრეცხოთ, მოვაცილოთ ცედრა და გამოვწუროთ. წვრილად დაჭრილი ქონდარი, დარჩენილი ზეითუნის ზეთი, მარილი, წიწაკა, ლიმონის ცედრა და წვენი ავურიოთ. პამიდვრის წვნიანი ბლენდერით მსუბუქად ავთქვიფოთ, გავუწყოთ მარილი და თაფლი. დავუმატოთ ყველი და ქონდრის სოუსი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.