Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მწვანე პომიდვრის სალათა ზამთრისთვის

საჭირო მასალა: 5 კგ. მწვანე პომიდორი, 1 კგ ხახვი, 1 ლ ზეთი, 200-300 გ ნიორი, 2 კგ სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა, 2 ს.კ. ყვითელი ყვავილი, 4-5 ს.კ. უცხო სუნელი, ძმარი – ყოველ 0.5 ლიტრიან ქილაზე 2 ს.კ. მარილი, დაფქული ცხარე წითელი წიწაკა.  

მომზადება: პომიდორი დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 1-2 საათი და გავწუროთ. ზეთში მოვშუშოთ ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი ყვითელ ყვავილთან და უცხო სუნელთან ერთად. ნიორი დავკეპოთ, ბულგარული წიწაკა დავჭრათ წრეებად, ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს, გავუწყოთ წიწაკა, მარილი და მჭიდროდ ჩავდოთ ქილებში. დარჩენილი ზეთი ქილებზე გადავანაწილოთ, დავასხათ ძმარი, დავახუროთ პლასტმასის თავსახურები და დავდგათ ბნელ გრილ ადგილას, სასურველია სარდაფში. დუღილის დროს ქილებიდან სითხე დაიწყებს გადმოსვლას, მაგრამ თავსახურები არ ავხადოთ.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.