გამოქვეყნებულია: 1 ივნისი, 2014 - 00:14
საჭირო მასალა: 1,5 ჭიქა მოხარშული მუხუდო, 0,5 ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიახური, 2 ს.კ. წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი, 3 ს.კ წვრილად დაჭრილი კიტრის მწნილი, 1 ს.კ. წვრილად დაჭრილი კამა, 1 კბილი დანაყილი ნიორი, 0,5 ჩ.კ. საშუალო სიცხარის მდოგვი, 2 ს.კ. ლიმონის წვენი, 2-3 ს.კ. მოხალული მზესუმზირა, მარილი, პილპილი – გემოვნებით. თხელი ლავაში, პიტა ან ბაგეტი – მისატანებლად.
მომზადება: მუხუდო, ნიახური, ხახვი, კიტრის მწნილი, ნიორი, მდოგვი, ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი და კამა ავურიოთ, დავუმატოთ მზესუმზირა და მსუბუქად დავსრისოთ ჩანგლით. მიღებული მასა გავახვიოთ ლავაშში ან პურთან ერთად მივირთვათ.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი