Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კრევეტები ბრინჯით და მანგოთი

საჭირო მასალა: 125 გ გრძელი ბრინჯი, 200 გ გარჩეული კრევეტები, 80 გ რუკოლა, 1 თავი ხახვი, 1 ცალი წითელი წიწაკა, ნახევარი მანგო, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 50 გ კეშიუ, მარილი – გემოვნებით, ლაიმის ნაჭრები – სერვირებისთვის.

მომზადება: ბრინჯი მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში და გადავწუროთ. კრევეტები ჩავყაროთ მდუღარე მარილიან წყალში 2 წუთის განმავლობაში და გადავწუროთ. რუკოლა გავრეცხოთ და დავაწყოთ გასაშრობად. ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ. წიწაკა თხელ რგოლებად დავჭრათ. მანგო გავფცქვნათ და 0,5 სმ სისქის ნაჭრებად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ხახვი და მოვშუშოთ. დავუმატოთ ბრინჯი, კრევეტები და 5 წუთი ვშუშოთ. შევურიოთ დაჭრილი წიწაკა. 5 წუთში დავუმატოთ დაჭრილი რუკოლა, მარილი, მანგო და კეშიუ. სუფრაზე მიტანის წინ თითოეული ულუფა მოვრთოთ ლაიმის ნაჭრებით.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული